15 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
თუ მთავარი ბრალდება ისაა, რომ ჩემი პერსონა რაღაც "ლინკებით" უკავშირდება "ოცნებას", ეს ნიშნავს, რომ არანაირი არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ ობიექტური ვიქნები, არ გააჩნიათ- იოსელიანი

შეძლებს თუ არა ლევან იოსელიანი ომბუდსმენობისთვის საჭირო 90 ხმის მოგროვებას - როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მას აქვს რესურსი გახდეს კანდიდატი, რომელზეც კონსენსუსი შედგება.

"ნამდვილად მაქვს პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა, არასამთავრობო სექტორის პოზიცია რა არის, არ ვიცი. თუ როგორც ბრძანეთ, მთავარი ბრალდება არის ის, რომ ჩემი პერსონა რაღაც "ლინკებით" უკავშირდება "ქართულ ოცნებას", ეს ნიშნავს, რომ არანაირი არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი ვიქნები, არ გააჩნიათ.

მე ყველას ვთხოვ, დადონ ჩემი განცხადება უფლებების დაცვის ნაწილში, სადაც ჩემი პოზიცია არ იყო უფლებების მხარეს, დარღვეული უფლების აღდგენის მიმართულებით, ან შეიცავდა დისკრიმინაციას. მესმის, რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნები, მაგრამ ამის მიუხედავად მაქვს იმედი, რომ ვიქნები პარლამენტში ის კონსენსუსური ფიგურა, რომლის გარშემოც შეიკვრება 90 ხმაზე მეტი,"-განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

ცნობისთვის: ალეკო ელისაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია "მოქალაქეებიდან", სახალხო დამცველობის კანდიდატად თანაგუნდელს, დეპუტატ ლევან იოსელიანი დაასახელა. 

საყურადღებოა, რომ 2022 წლის 8 დეკემბრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი არ ჰყავს. სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა ნინო ლომჯარიას. ამჟამად ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები