პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ომბუდსმენის კანდიდატურას ლევან იოსელიანთან აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო გამოცდილება.
თუმცა დაუჭერს თუ არა მართველი გუნდი მხარს იოსელიანის კანდიდატურას, ამის შესახებ წინასწარი პროგნოზისგან რატი იონათამიშვილი თავს იკავებს.
"ლევანის მიმართ მაქვს პოზიტიური დამოკიდებულება და ეს განპირობებულია იმ გამოცდილებით, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ჩვენ გვქონია. ჩვენ ორივე ვართ ამ კომიტეტის წევრები და სხვადასხვა საკითხების ირგვლივ საინტერესო ყოფილა მასთან, როგორც დისპუტი, ასევე მსჯელობა.
შესაბამისად ცხადია ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად გააჩნია შესაბამისი უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია. რაც შეეხება უშუალოდ მხარდაჭერის საკითხს, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ უმრავლესობაში გავიაროთ ეს საკითხი, შევჯერდეთ ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება,"-აცხადებს რატი იონათამიშვილი.
ავტორი:ანუკა ბუავა