მოძრაობა "ხალხის ძალის" ლიდერმა, სოზარ სუბარმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სოზარ სუბარი გამოქვეყნებულ წერილში თხოვნით მიმართავს გაეროს წარმომადგენლობას, ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით.
"შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ეს წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ.
იმედია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს და სხვა სტანდარტი - შეერთებულ შტატებში ან კანადაში.
ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევასაც მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით," - წერს სოზარ სუბარი.