პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი აცხადებს, რომ დაუჭერენ თუ არა მხარს სახალხო დამცველის პოზიციაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას, პარტიაში კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ.
"ის არის პროფესიონალი, ძალიან ნორმალური და გაწონასწორებული ადამიანი. თუმცა, ამ ეტაპზე, წინასწარ ჩვენ ვერაფერს ვიტყვით. ჩვენ ჯერ გვექნება "ხალხის ძალაში" კონსულტაცია, შემდგომ უმრავლესობის ფორმატში და ამის შემდეგ დაფიქსირდება ჩვენი პოზიცია,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ავტორი:ანუკა ბუავა.