15 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური და მაქსიმალურად ჩაერთოს პროცესში ყველა დაინტერესებული ჯგუფი - თამარ გვარამაძე ომბუდსმენის არჩევნებზე​

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის არცევის პროცესი იყო გამჭვირვალე, ინკლუზიური და მათში ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლოს მონაწილეობის მიღება. 

ამასთან, თამარ გვარამაძე ამბობს იმასაც, რომ სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს. 

"მე ამ წუთას ვასრულებ სახალხო დამცველის მოვალეობას. ამავე დროს ვარ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატი არც წარსულში და არც ახალ, ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით არ გააკეთებს კომენტარს.

შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით, გასულ წლებში გვქონდა რამდენიმე რეკომენდაცია და ასევე წინა ეტაპზე, როდესაც იყო  შერჩევის პროცესი დაწყებული მაშინაც გავაკეთეთ კომენტარი და განვმარტეთ, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი იყო გამჭვირვალე, ინკლუზიური და მაქსიმალურად მოხდეს ყველა დაინტერესებული ჯგუფი ჩართვა და ისე იქნეს მიღებული გადაწყვეტილება,"-აცხადებს თამარ გვარამაძე.

ავტორი:ანუკა ბუავა.

დღის ამბები