ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ტრადიციულად ხმაურით დაიწყო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტა და უმრავლესობის წევრები რუსულ გავლენებში დაადანაშაულა.
საპასუხოდ, "ქართული ოცნების" წევრებმა ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის კომენტარი აჩვენეს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობდა.
ოპოზიციამ სხდომაზე რუსეთის ჰიმნიც კი ჩართო, იყო სიტყვიერი დაპირისპირება.