15 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ არ მესმის, 10 თვე ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ -  სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმი 

მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში" იმ მედპერსონალის მიმართ არსებულ ბულიგზე ისაუბრა, რომლებსაც ექსპრეზიდენტთან მუშაობა უწევთ. 

"საზოგადოება ძალიან ყურადღებით არის პაციენტის მიმართ, ეს მისასალმებელია, მაგრამ რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ, მე ეს არ მესმის. 10 თვე ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კონფიდენციალურია. არც იციან რაშია საქმე, არც უნდათ გაიგონ - გუშინ რომ გამოვედი, ვიღაც ქალები ისხდნენ და მეძახდნენ შე მკვლელოო. ადვოკატმა გაავრცელა ხმები, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალულ წამალს აძლევენო, სირცხვილია. რა უნდოდა ამის გარკვევას, ექსპრეზიდენტი ამ წამალს ღებულობდა, უარი ნამდვილად არ უთქვამს არც ერთხელ. მთელი მედპერსონალი ყველაფერს ვცდილობთ,"- აცხადებს თამარ დავარაშვილი. 

დღის ამბები