26 აგვისტო 2026,   03:05
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტში გაწერილია ის მექანიზმები და საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საექთნო საქმის პროფესიული სტანდარტების დანერგვას და შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

საექთნო პროფესიის განვითარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი "იუესეიდსა" და "იბიარდს" შორისაც გაფორმდა.

"გათვალისწინებულია მთელი რიგი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ექთნების და ბებია ქალების პროფესიული განათლების პროგრამების ჩამოყალიბებას, კომპეტენციების მოცულობის განსაზღვრას, რაც შესაბამისობაში იქნება ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკასთან, მათი უნარ-ჩვევების განსაზღვრასთან, რაც მათ საშუალებას მისცემს საუკეთესო გზით შეასრულონ მათზე დაკისრებული უნარ-ჩვევები," - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები