15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციით, პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი- ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 28 თებერვალს გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ მიიწვიეს.

"ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება" - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.

"ოცნება" პრეზიდენტს კონსტიტუციას ახსენებს და ამბობს, რომ ქვეყნის უზენაესი კანონმდებლობით პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი.

"ქვეყანა დღეს არის სრულად საპარლამენტო რესპუბლიკა. ამ საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციით პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციას ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ საომარი მოქმედების გამოცხადების დროს. უშიშროების საბჭო, ეს არის ის ორგანო, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობა აღარ არის ახალი საკონსტიტუციო მოწყობით გათვალისწინებული. უშიშროების საბჭოზე შეიძლება ვიღაც მიიპატიჟო, მაგრამ წევრი უშიშროების საბჭოში კანონით უკვე პრეზიდენტი აღარ არის,"-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები