15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ყოფილიყო აშშ-ის საკანონმდებლო ბაზაზე, მაგრამ შედარებით ლოიალური - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტში, სადაც "უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტების საკომიტეტო უნდა განეხილათ, მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს აღნიშნული კანონპროექტი.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მეორე მოსმენა არ დაიწყება, ვიდრე მოსმენის შემდგომ ვენეციის კომისია დასკვნას არ მიიღებს.

"როდესაც გადავწყვიტეთ რომ უნდა დაგვეინიცირებინა ეს კანონპროექტი, ამ მიზნებს და გამოწვევას აშშ-ის კანონმა უპასუხა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ აშშ-ში ეს კანონი იყო საკმაოდ მკაცრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ყოფილიყო აშშ-ის საკანონმდებლო ბაზაზე, მაგრამ შედარებით ლოიალური. ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონი საგაზაფხულო სესიაზე, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ ერთი მხრივ, უნდა ყოფილიყო ფინანსური გამჭვირვალობა და მეორე მხრივ, შედარებით უფრო ლოიალური, ვიდრე არის ეს აშშ-ში," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობით შიგნით და გარეთ ხმაური და საპროტესტო აქცია გრძელდება.

 

დღის ამბები