17 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
ხელოვნურად გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე - ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს რეფორმის შედეგად ჰოლდინგების დაშლის გადაწყვეტილება მიიღოს

შეფერხება დისტრიბუციაში თუ კარტელური გარიგება ფარმაცევტულ კომპანიებს შორის? - ჯანდაცვის მინისტრმა "ღამის კურიერში" ღიად განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს ჰოლდინგები რომლებიც აფთიაქებს, დისტრიბუტორებს და კლინიკებს აერთიანებს, რაც საბოლოო ჯამში იმას იწვევს, რომ ისინი სხვა ფარმაცევტულ დაწესებულებებს საკუთარი თამაშის წესებს კარნახობენ. ჯანდაცვის უწყება ორი კვირაა სააფთიაქო ქსელებს ამოწმებს, შედეგად კი აღმოჩნდა, რომ მედიკამენტებზე ფასები ისევ მაღალია, ეს მაშინ როდესაც თურქეთიდან იაფი მედიკამენტები დიდი ხანია ხელმისაწვდომია.

სხვაობა ერთი და იგივე დასახელების წამლებს შორის სხვადასხვა აფთიაქებში როგორც მინიმუმ 30 ლარია, იქ კი სადაც ფასებს ვერ უმატებენ ჰოლდინგები ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით ხელოვნურ დეფიციტს ქმნიან. ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს რეფორმის შედეგად ჰოლდინგების დაშლის გადაწყვეტილება მიიღოს. გაფრთხილება და რეკომენდაციები უმსხვილეს ჰოლდინგებში უკვე დაგზავნილია, კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული კომპანიებიდან რეაგირებას ელის.

დღის ამბები