18 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, დაკავებულია 4 ადამიანი - ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, 4 ადამიანი დააკავეს.

"დაკავებულია 4 ადამიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში გადაიზარდა, არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ გზის გახსნისაკენ, ვინც არ დაგვემორჩილა, შესაბამისად, იმოქმედეს, ამიტომ მოვუწოდებთ თითოეულ აქციის მონაწილეებს თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ხელოვნურად არ უნდა მოვახდინოთ გზის ბლოკირება," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

პარლამენტთან კი საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. შენობის მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია. შეკრებილები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

დღის ამბები