17 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
პარლამენტთან, აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ, ხმაურია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა. სამართალდამცველებმა აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს, მათ შორის არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბესო გაზდელიანი.

სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით კვერცხები ისროლეს.

ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

 

 

დღის ამბები