15 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი ხელს შეუწყობს პირველი პუნქტის შესრულებას, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება

მე მგონია, რომ ეს კანონპროექტი და შემდეგ კანონი ხელს შეუწყობს პირველი პუნქტის შესრულებას, რომელზეც არის საუბარი ევროკავშირის დოკუმენტში - ეს არის დეპოლარიზაცია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "ხალხის ძალის" დაინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, დეპოლარიზაცია არის ევროკავშირის რეკომენდაციების ის პუნქტი, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა.

"კანონები შეიძლება მიიღო, მაგრამ ერთი პუნქტია, სადაც პროგრესი არ ჩანს. არა თუ პროგრესი არ ჩანს, პირიქით, არის მუდმივი მცდელობა, რომ იყოს რეგრესი, იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს საუბრობდნენ ევროპაზე მაღალ რეგისტრში. ეს ყველაფერი ხომ ფარისევლობაა, რასაც ესენი აკეთებენ?! სინამდვილეში ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა დაუპირისპირდნენ სწორედ ამ პირველი პუნქტის შესრულებას.

ამას აკეთებენ როგორც რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური წარმომადგენლები, ასევე მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ხშირად იყო ვითარება, როდესაც მივდიოდით გარკვეულ შედეგამდე და ჩამშლელების როლში გამოდიოდნენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მაგალითად, მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაში. ანუ, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ დეპოლარიზაციის ამოცანას. პოლარიზაციას რაც განაპირობებს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ბუნდოვანება. ანუ, ერთი მხრივ, გეუბნებიან, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, მეორე მხრივ, ვიღაც აფინანსებს პოლარიზაციას, ხანდახან ეს იგივე სუბიექტია. ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს. როგორც კი ამ ყველაფერში სიცხადეს შევიტანთ, მე მგონია, რომ მაშინვე პრევენციული ეფექტი ექნება ამ კანონს, ანუ, ვიღაცები უკვე თავს შეიკავებენ პოლარიზაციის დაფინანსებისგან. აქამდე ეს თემა არც გაგვიშლია. მაგალითად, იმაზე არ გვისაუბრია, რომ ვიღაც თან გთხოვს დეპოლარიზაციას, თან გიფინანსებს პოლარიზაციას“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გადაცემაში "იმედი LIVE“ გააკეთა. 

დღის ამბები