15 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
მესიჯბოქს "არა რუსულ კანონს" - ხშირად გაიმეორებენ, ვინაიდან მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ-ლევან ნიკოლეიშვილი

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტში, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვისას განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს “მონებს“ უწოდებს. როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მესიჯბოქსს - „არა რუსულ კანონს“, არასამთავრობო ორგანიზაციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ხშირად გაიმეორებს, ვინაიდან მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და მხოლოდ დავალებების შესრულება შეუძლიათ.

მისი თქმით, "არა რუსულ კანონს" - წინასწარ დაწერილი მესიჯია, რომელსაც უარგუმენტოდ იმეორებენ.

"მთელი ცხოვრება ერთი რამისთვის აქვთ თავი გადადებული - იყვნენ მონები და შეასრულონ დავალებები. და თქვენ გგონიათ, რომ ამაში ბევრ ფულს უხდიან, ამად მაინც რომ უღირდეთ? არა, რათ ქმაუნდა. უბრალოდ მონები არიან. და რა ბედნიერებაა, რომ ჩვენ ქვეყანაში ამ მონათა პატრონებმა მხოლოდ ეს რამდენიმე ათეული უსამშობლო მანქურთი იპოვეს, ეს მიანიშნებს, რომ ფეხზე ვდგავართ და ღირსებისთვის ვიბრძვით.“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია პარლამენტში “ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მიუღებლად მიიჩნევს. კეთდება შეფასებები, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ ეს კანონპროექტი რუსულ კანონმდებლობას იმეორებს და მისი დამტკიცება, შეაფერხებს ქვეყნის ევბროატლანტიკურ პერსპექტივას. თავად კანონპროექტის ავტორები კი ამბობენ, რომ პროექტი ამერიკული კანონმდებლობის ანალოგია და მხოლოდ ფინანსების გამჭირვალეობას ისახავს მიზნად.

დღის ამბები