15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
ჩვენ ვერ ვნახეთ განმარტება იმისა, როგორ შეუწყობს ეს კანონი ხელს ქვეყნის განვითარებას- გიორგი ბოტკოველი "ხალხის ძალის" მიერი ინიცირებულ კანონპროექტზე

პარლამენტის ორმა კომიტეტმა " ხალხის ძალის მიერ" ინიცირებულ კანონპროექტებს მხარი უკვე დაუჭირა. საუბარია საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის გაერთიანებულ კომიტეტებზე. კანონპროექტების მხარდაჭერამდე დოკუმენტების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ამასთან, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ვერ ნახა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს. 

"ვინ ამბობს ამას, რომ სიტყვა-სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონიდან. ჩვენ ვერ ვნახეთ განმარტება იმისა, თუ ეს კანონი, როგორ შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას,"-აცხადებს გიორგი ბოტკოველი. 

დღის ამბები