"უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონპროექტების განხილვა ორშაბათიდან განახლდება. ოპოზიცია იურიდიულ კომიტეტზე ისევ ხმაურს აანონსებს - ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით კანონი რუსულია.
"პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პროდასავლური ძალების ყველა ინიცატივას და აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კანონის ჩაგდებას. ახლა გაბუტვებისა და გვერდზე დგომის დრო არ არის. ჩვენს ქვეყანას საკმაოდ სერიოზული და დიდი საფრთხე ემუქრება,"- აღნიშნავს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი რაქვიაშვილი კი აცხადებს, კანონთან მიმართებაში აბსურდს აქვს ადგილი.
"აბსურდს აქვს ადგილი. კანონი, რომელიც ლობიზმზეა დაწერილი ამერიკაში, გადმოწერილია, ოღონდ იგულისხმება, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება. უბრალოდ გადმოწერეს კანონი, რომელიც სხვა საკითხს ეხება და მიუსადაგეს სულ სხვა საკითხს," -აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.