15 ნოემბერი 2024,   02:58
ვრცლად
არავითარი რუსული კანონი არ არის, ეს არის ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი - ეკა სეფაშვილი

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" წევრისთვის გაუგებარია კანონპროექტი, რომელიც ამერიკული კანონის ანალოგია, როგორ შეიძლება ამერიკაში დემოკრატიული პრინციპების შესაბამისობაში მოდიოდეს, ხოლო საქართველოში კი პირიქით.

"არავითარი რუსული კანონი არ არის, ეს არის ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი, copy/paste-ით ეს არის სწორედ ის სპეკულაცია და ის მარკირება, რომელსაც ამ კანონის მოწინააღმდეგეები, ანუ ისინი ვისაც ეშინიათ რაღაც ინფორმაციის გამჟღავნების, სკანდირებენ, რომ ეს არის რუსული. როგორ შეიძლება ამერიკული თარგმნო ამერიკისთვის, ეს იყოს დემოკრატიის ხელშემწყობი და მათი უსაფრთხოების რისკები დამრღვევი, ხოლო საქართველოსთვის ეს არ ემსახურებოდეს დემოკრატიის განმტკიცებას, უსაფრთხოების რისკების დაზღვევას და ამასთანავე იყოს რუსული- ჩემთვისაც გაუგებარია ეს,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” წევრი ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები