გიული ალასანიას თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ ადვოკატები რას გეგმავენ არ იცის და ჯერ შვილს უნდა დაელაპარაკოს. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის გადავადების შესახებ, სააპელაციომ უცვლელად გუშინ დატოვა. გიული ალასანიამ ექსპრეტიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
"ნახევარ დღეზე მეტხანს ჰქონდა წართმეული მეტყველება, ამაზე მძიმე მდგომარეობა არის გარდაცვალება და მე არ ვიცი ეს კლინიკა როგორ შეფასებებს იძლევა,"- აცხადებს გიული ალასანია.