"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმდჯომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ განახლებული ენერგიით აპირებს ბრძოლას.
"ავტორიტარული რეჟიმი ერთ დღეში არ მყარდება, მაგრამ დგება ერთი დღე, როდესაც ყველანი ავტორიტარიტარულ რეჟიმში ვიღვიძებთ.
დღეს ერთნაირად ვგრძნობთ და განვიცდით ყველა: ვინც 2012 წელსვე მივიჩნევდით ქართულ ოცნებას რუსულად, ვინც 2016 წელს, 2020 წელს ან გუშინ გააცნობიერა, რომ ქვეყანა რუსულ კურსს კი არ ადგას, არამედ უკვე რუსეთშია.
გუშინ პარლამენტის ყველა "საოცნებო" სავარძელში იჯდა კოლექტიური გავრილოვი.
დღეს, საქართველო და მისი ისტორია მოითხოვს ერთობას მთავარი იდეის - საქართველოს თავისუფლების გარშემო.
ბევრჯერ ყოფილა გაერთიანებისა და ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა, ბევრჯერ მოვახერხეთ კიდევაც, ზოგჯერ - ვერა, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როდესაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.
მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, ვერცერთი შიდაპოლიტიკური და შიდაპარტიული პრობლემა, ვერ იქნება საქართველოს თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი.
სწორედ ამიტომ, განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის. ძალა ერთობაშია!" - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.