პარტია "საქართველოსთვის", შალვა პაპუაშვილსა და ანრი ოხანაშვილს მიმართავს, რომ "ოკუპანტი ქვეყნის-რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ" მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა წამყვან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ძირითად კანონპროექტთან ერთად მოხდეს.
"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, პროცედურულ საკითხებზე კამათი საჭირო არ არის, რადგან კანონპროექტები ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პუნქტობრივი მსჯელობაც ამის შემდეგ მოხდება.
"საპროცედურო ომები აქ საჭირო არ არის, ძალიან ნათლად ითქვა, რომ ორივე კანონპროექტი, მას შემდეგ, რაც ზოგად პრინციპზე შევთანხმდებით, რომ გამჭვირვალობა არის აუცილებელი და სხვა ეს კანონი არაფერს გულისხმობს, გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ ვის ეხება ეს კანონი და არის თუ არა ეს გამეორება იმ პოზიციისა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს გააჩნიათ. მით უმეტეს ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ეს კანონი ჯერ მიღებული არ არის, მსჯელობენ თუ რა პრინციპებზე უნდა აიგოს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.