ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა იმედოვნებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების უკვე წელს დაიწყება. ამის შესახებ მეცელამ ლვოვში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს და უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.
"ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს ის ტემპი, რომლითაც უზენაესი რადა და მთავრობა ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით პროგრესს აღწევს," - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
რობერტა მეცოლა უკრაინას სტუმრობს. ის უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.