15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
ადგილი აქვს მცდელობას, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი და იდეა რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო იქცეს ახალი კონფრონტაციის მიზეზად - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა, რომ ადგილი აქვს მცდელობას, კანონპროექტი და იდეა რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო ახალი კონფრონტაციის მიზეზად იქცეს.

მისი თქმით, იმ ფონზე როდესაც არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გვსმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების ტრანსპარენტულობის მიმართ შეიძლება არსებობდეს რაიმე კრიტიკული შეხედულება, დისკუსიაში არშესვლა და საკითხის ამგვარად დაყენება მართებული არ არის.

"ალბათ, ყველაზე მეტად საინტერესო ის არის, ამოიხსნას, რატომ შეიქმნა ვითარება, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი მთელ ძალისხმევას დებს იმაში, რომ საკითხის ირგვლივ დისკუსია არ დაიწყოს.  მეჩვენება, რომ საზოგადოების  ერთი ნაწილი უფრო მცირე ნაწილისგან შეიძლება რაღაც გავლენის ქვეშ მოექცა ერთბაშად და შესაბამისად, ადგილი აქვს მცდელობას, რომ ეს კანონპროექტი და იდეა რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო იქცეს ახალ საჯილდაო ქვად, ახალი კონფრონტაციის მიზეზად.

არ ყოფილა ასეთი არგუმენტი წარმოდგენილი. ამ ფონზე დისკუსიაში არშესვლა და საკითხის ამგვარად დაყენება მართებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას ერთის მხრივ დავუმალოთ ინფორმაცია და ვიყოთ ამ ინიციატივის წინააღმდეგი, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, რომ შენ არ გაქვს უფლება, რომ ფლობდე ინფორმაციას მათ შორის საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ და მეორე - უფრო უარესი, ვეუბნებით საზოგადოებას, რომ შენ უფლება  არ გაქვს იცოდე, რატომ არ გაქვს იმის უფლება, რომ ფლობდე რაღაც კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციას, ეს არ გამოიყურება კორექტულად. თუმცა, ამას პირდაპირ ხომ ვერ იტყვის ვინმე, ამიტომ აუცილებელია ურთიერთობების ისე რადიკალიზაცია, სადაც საუბარი აღარ იქნება," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

კითხვაზე, რით ახსნის მესამე სექტორის რადიკალურ პოზიციას, რომ ისინი შინაარსობრივ განხილვაში არ შემოდიან, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ეს არის ზუსტად უცნაური და არასწორი და  გონია, რომ თუნდაც ამ  შეთანხმების მონაწილე ან ზოგადად კრიტიკულად განწყობილი მთლიანად საზოგადოების დამოკიდებულება იყოს ეს, რომ ისინი არ შედიან დისკუსიაში. 

"სხვათა შორის, პირველი განხილვის დროს მოვისმინე გამომსვლელები, რომლებიც ცდილობდნენ ესაუბრათ ყველაფერზე, გარდა კონკრეტული არგუმენტებისა. ეს ხომ არასწორია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დემოკრატიულ საზოგადოებას  და სახელმწიფოს ვაშენებთ და ვამბობთ, რომ  აქ უბრალოდ რაღაც თემას ტაბუირებულს ვტოვებთ, ვკეტავთ და ვამბობთ, რომ იმაზე არ ვისაუბროთ. ეს ბუნებრივად არ გამოიყურება. 

თუ მე ვინმე მომიტანს არგუმენტს, რომლის გამოც მეცოდინება, რის გამოც არ უნდა დავთანხმდე ამ კანონპროექტს, მზად ვარ, ამაზე საჯარო დისკუსიაში პოზიციები გამოვხატო, მაგრამ ასეთი არგუმენტი უნდა არსებობდეს. არ შეიძლება, უარგუმენტოდ უბრალოდ ითხოვდე, რომ ამ პოზიციას დაადექი.  შესაძლოა ვინმეს ქონდეს განსხვავებული შეხედულება და ყოველთვის უნდა  არსებობდეს ასპარეზი, სადაც ვიღაც გამოხატავს ამ პოზიციას. არ შეიძლება ასეთი რამ, რომ დაიხუროს თემა, არადა, საკითხი საჭირბოროტოა. საზოგადოებას  ობიექტურად აინტერესებს, სწორია ინიციატივა, თუ არასწორია. ამაზე ინფორმირებული უნდა იყოს საზოგადოება.  სამწუხარო რეალობაა, რომ არ ვიცი მედიის გამო, პოლიტიკური პარტიების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამო, ფაქტია, რომ ჩრდილშია მოხვედრილი საკითხის არსი," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები