უკრაინის პროკურატურა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევას იძიებს - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დაზარალებულები არ არიან მხოლოდ ქალები, სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან მამაკაცები და ბავშვებიც.
ასევე, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან უცნობია რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 იძიებს პროკურატურა. ამ ციფრს მიღმა არა მხოლოდ ქალები არიან - დაზარალებულთა შორის 39 მამაკაცია. 13 არასრულწლოვანი, მათ შორის ბიჭი. ამ შემთხვევების შესახებ მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ ამ ხალხმა ძალა აღმოაჩინა საკუთარ თავში რომ ესაუბრა. რამდენი იტანჯება სიჩუმეში, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - არ ვიცით. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა დამპყრობლისგან არა მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დავუბრუნდეთ. არა, ეს არ არის ბრძოლა ტერიტორიებისა და მხოლოდ კვადრატული კილომეტრებისთვის. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ეს მიწები, რადგან იქ, ოკუპირებულ ტერიტორიებს კვლავ მოძალადეები და მკვლელები მართავენ. სანამ ისინი იქ არიან, ძალადობა გრძელდება," - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლას თქმით, დაუსჯელი არავინ დარჩება.
"აგრესორები, რომლებმაც ომი დაიწყეს ჩვენს კონტინენტზე, დაუსჯელი არ დარჩებიან. მე ოთხი ვაჟის დედა ვარ და როდესაც უკრაინა ომს მოიგებს მსურს მათ ვუთხრა, რომ ყველას დაეკისრება პასუხისმგებლობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის და იმ სისასტიკისთვის, რომელიც ვიხილეთ მამაცი უკრაინელების წინააღმდეგ," - აღნიშნა რობერტა მეცოლამ.