18 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა

18 დღის განმავლობაში ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში იყო. წლის მთავარი სპორტული მოვლენა, მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მიმდინარეობდა, დასრულდა. ტურნირი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

საქართველომ წარმატებით უმასპინძლა 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენს. ჩატარდა 30 ფინალი 7 სახეობაში. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატებმა ჩატარებული ღონისძიება დადებითად შეაფასეს და ერთხმად აღიარეს, რომ საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატის სოფელში, 25-იანების ტერიტორიაზე დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

"მსოფლიო ჩემპიონატი არ არის მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურა, რომელიც უდაოდ შესანიშნავია ბაკურიანში, ჩემ გაოცებას იწვევს ქართული მხარის სულისკვეთება და საქმისადმი თავდადება, რომ ყველაფერი კარგად ჩატარებულიყო. ძალიან მიხარია, რომ ახალი წარმატებული ადგილები გაჩნდა ამ სპორტში, ისეთი როგორიც ბაკურიანია. თქვენთან არის მშვენიერი თოვლი, თქვენ გაქვთ შემართება და ენერგია, რაც ერთად, საბოლოოდ ქმნის ამ დიდებულ წარმატებას," - განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრმა ფიონა სტივენსიმ.

"ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ქართული გუნდის მუშაობით აღფთოვანებული ვარ, ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ გუნდთან მუშაობა. ბაკურიანში მართლაც სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოხერხდა მოკლე დროში, ძალიან ამაყები ვართ თქვენით, განსაკუთრებით ფინალური ეტაპების ჩატარებით," - აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორმა, რობი მორესიმ.

დღის ამბები