15 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
"როდესაც ხელისუფლება გადადის ზღვარს, დაუმორჩილებლობა არის ჩვენი მოვალეობა, რევოლუციაა!" - პარლამენტთან სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ პარლამენტთან არსებული ერთ-ერთი შენობის კედელზე სიტყვა "რევოლუცია" დაწერეს. მანამდე კედელზე გამოსახული იყო სიტყვა "ევოლუცია" და სტუდენტებმა ასობგერა "რ" მიუმატეს.

"როდესაც ხელისუფლება გადადის ზღვარს, დაუმორჩილებლობა არის ჩვენი მოვალეობა. რევოლუციაა!" - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

"კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ერთი ისტორიული სიტყვა და ახალგაზრდების სახელით პირობა მოგცეთ - აუცილებლად აღსრულდება ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტის და ასევე, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება.

 

დღის ამბები