15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
ეს ადამიანები თავიანთი ოჯახის წევრებით უნდა იყვნენ სანქცირებულები, მათ არ უნდა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება - ლევან ხაბეიშვილი

ოპოზიციის ნაწილი მსჯელობდა, როგორ უნდა გაეგრძელებინათ პროტესტი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის განხილვაც პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე და "ლელოს" წარმომადგენლებიც.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, როგორც პარლამენტს შიგნით ასევე გარეთ.

"ჩვენ ვისაუბრეთ, რომ გავაკეთოთ საერთო სია, რომელიც ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. ეს ადამიანები თავიანთი ოჯახის წევრებით უნდა იყვნენ სანქცირებულები, მათ არ უნდა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება. ყველაზე დიდი პარტიაა საქართველო და ჩვენი შვილების მომავალი და იმედი მაქვს, ამ საკითხს ყველა წინა პლანზე დააყენებს,"- აცხადებს ხაბეიშვილი.

დღის ამბები