15 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
კონკრეტული არგუმენტები, რატომ არ უნდა მივიღოთ კანონპროექტი არ მოგვისნმენია - გივი მიქანაძე "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე

"კონკრეტული არგუმენტები, რატომ არ უნდა მივიღოთ კანონპროექტი არ მოგვისნმენია" - აცხადებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ ანგარიშგება და გამჭვირვალობა პრობლემა არ არის.

მათივე თქმით, კანონი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს.

"კონკრეტული არგუმენტები ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ კონკრეტული კანონი, არ მოგვისმენია არც 2 მარტის სხდომაზე, არც დღევანდელ სხდომაზე, როდესაც ამბობენ, რომ ეს უბრალოდ შეუქმნის რაღაც წინსვლას დაბრკოლებას მაშინ, როდესაც რატომ შეუქმნის - ამის შესახებ არავინ არ ამბობს.

ასეთი კანონი მოქმედებს არა მარტო ამერიკაში, მოქმედებს ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, გნებავთ კანადა აიღეთ, გნებავთ ავსტრალია და ისრაელი აიღეთ. კონკრეტულად გამოდიან ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

ევროკავშირის ელჩებთან როდესაც იყო წინა კვირას შეხვედრა, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ანგარიშგება და გამჭვირვალობა არ არის პრობლემა, ანუ ისინი ამას პრობლემად არ აფასებენ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გივი მიქანაძემ.

დღის ამბები