"როდესაც მოქალაქე ინფორმირებულია, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რომელი როგორ იქცევა, ამაში ცუდი შეიძლება დაინახოს მხოლოდ იმან, ვისაც დასამალი აქვს," - ამის შესახევბ "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მათი მიერ წარდგენილ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახრბ კანონპროექტის შესახებ განაცხადა.
"ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ ფინანსებში ასეთი ბევრი რამ იქნებოდა დასამალი და ასე შეეშინდებოდა ვინმეს, ვისზეც ამბობთ, ისედაც გამჭვირვალეაო. საუბარია იმაზე, რომ ამ გამჭვირვალობას მოქალაქე ვერ ხედავს. წინა შეხვედრაზე ბატონ გიორგი ბურჯანაძეს კითხვა დავუსვი კონკრეტულ არასამთავრობოზე, როგორ მოეძებნა მოქალაქეს საიდან ფინანსდებოდა ის. პასუხი იყო, თუ ვებგვერდზე ვერ ნახავთ, სუს-მა მაინც უნდა იცოდესო. კი ბატონო, მაგრამ მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რატომ უნდა მიმართავდეს, როცა აინტერესებს, ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც ასე აქტიურობს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში ცდილობს მონაწილეობის მიღებას, საიდან ფინანსდება. რატომ გინდათ, რომ ამ ხალხმა იწვალოს?! რატომ ეუბნებით ადამიანებს, რომ ინფორმაციის მისაღებად, ხან სუს-ს და ხან საგადასახადოს მიმართონ? ძალიან მარტივად - იყოს რეესტრი, სადაც ორგანიზაცია დარეგისტრირდება სამი კომპონენტით და ჩვეულებრივ საქმიანობას აგრძელებს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.