15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება - მამუკა მდინარაძე

სახლახო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ სრული შემადგენლობით მხარს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან ისაუბრა. 

"ჩვენ ვიმსჯელეთ რამდენიმე საკითხზე. პირველი საკითხი სახალხო დამცველის კანდიდატურა. იცით, რომ ერთადერთი კანდიდატურაა ლევან იოსელიანის, რომელზეც ვიმსჯელეთ. იყო დისკუსია ამასთან დაკავშირებით, თუმცა საკითხი მალევე გადავწყვიტეთ, აქვე გაგიმხელთ, რომ იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით, უარყოფით კონტექსტში იყო მხოლოდ ორი არგუმენტი წარმოდგენილი, რასაც ადრეც ვამბობდით და რამდენიმე დეპუტატის მხრიდან ეს შენიშვნა გამოითქვა, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი, შესაბამისად, შემდგომში სახალხო დამცველი და აგრეთვე, გაიხსენეს რამდენიმე განცხადება მის მიერ წარსულში გაკეთებული, რომელიც მთლად შეიძლება არ იყო რელევანტური, მაგრამ მას თავისი პოლიტიკური პოზიცია აქვს და ჰქონდა. მაგრამ, მხოლოდ ეს არგუმენტები, ვფიქრობთ ყველანი ერთად, საბოლოოდ ამაზე შევთანხმდით, რომ არ არის საკმარისი, რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ.

საბოლოო ჯამში, შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას ხვალ მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობით. ამასობაში, დადებითი მხარეებიც უნდა ვთქვა, მის პიროვნებასთან დაკავშირებით, მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არავის ჰქონია და მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შესრულდეს ევრორეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას შეეხება.

შესაბამისად, ამ ყველაზე წონადმა არგუმენტმა გადაძალა, ბუნებრივია, ასევე მისმა პიროვნულმა თვისებებმა, მისმა პროფესიონალიზმმა, განვლილმა ცხოვრებამ და საპარლამენტო უმრავლესობა ნდობას გამოუცხადებს ლევან იოსელიანს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები