15 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
1-ლი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ იმისათვის, რომ ესწავლათ, რა უნდა გაეკეთებინათ - რობერტ ჰაბეკი

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ იმისათვის, რომ ესწავლათ საქართველოსგან, რა უნდა გაეკეთებინათ - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რობერტ ჰაბეკის თქმით, საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა.

"ჩემი ოჯახი, როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, google. Translate-ს ვიყენებდით თარგმანისთვის და ბარიერი არ გვქონია ურთიერთობაში. ნამდვილად შეიძლება კომუნიკაცია ტელეფონის და კომპიუტერის საშუალებითაც. მე მახსოვს მზის ჩასვლის მომენტი თბილისის თავზე, მთაზე. ვიყავი ძალიან ძველ მუზეუმში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ იმისათვის, რომ ესწავლათ საქართველოსგან, რა უნდა გაეკეთებინათ და მას შემდეგ მალევე მოხდა საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა კავშირის მიერ, 1918-21 წლებზე მაქვს საუბარი. მე თბილისში ვარ ნამყოფი, ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა," - აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.

დღის ამბები