ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ე.წ. უცოხელი აგენტების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით და მის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, კანონპროექტის მთელი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც კი უცხოური დაფინანსება 20%-ს გასცდება, დაფონანსების წყარო დარეგისტრირდეს რეესტრში.
"ხალხმა, რომელმაც, თავის დროზე ომის დაწყება დააბრალა, სამხედრო დანაშაული დააბრალა თავის ქართველ, საკუთარ სამხედროებს, ამ ხალხისგან რუსულზე მითითება არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და ბინძური ფეიკი. მაგრამ, ამასაც რომ თავი დავანებოთ, მათ მოღალატეობრივ საქციელს და ახლა რაღაც ნარატივების აგორება რუსულის ძახილით, წარმოუდგენელია მათი მხრიდან. მეორე - მთელი არსი კანონპროექტის არის ის, რომ როგორც კი უცხოური დაფინანსება 20%-ს გასცდება, უბრალოდ უნდა დარეგისტრირდნენ რეესტრში. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ უნდათ ენჯეოებს და რატომ, ერთადერთი მიზეზია - ისინი ამბობენ, რომ აგენტის იარლიყით ჩვენ არ ვივლით. სინამდვილეში, ეს არ არის მთავარი არგუმენტი. სინამდვილეში, მათ ეს დასახელება იმდენად არ ადარდებთ, როგორც თავად შინაარსი. ასე რომ იყოს, მოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ გამჭვირვალობის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, რაღაც დავარქვათ ნეიტრალური სახელი, უმტკივნეულო და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, მაგრამ რატომ არ ამბობენ იცით? როდესაც ჩვენ ვიცით და ამ განცხადებას ახლა შემთხვევით არ ვაკეთებ, რომ მათ უნდა გააძლიერონ ძალისხმევა რევოლუციისკენ, მათ უნდა გააძლიერონ ძალისხმევა ძალიან ახლო მომავალში საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, გააძლიერონ ომის პროპაგანდისკენ ძალისხმევა, ეს ყველაფერი რომ უნდა გააძლიერონ და ეს ვიცით, ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ახლა უბრალოდ ადექით და ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს. როდესაც შენ აგინებ პატრიარქს და ქართულ ეკლესიას და შენ ქართული სახელმწიფოს ქაოსში ჩათრევა გინდა, რევოლუციურ სცენარში და ომში ჩართვა გინდა და ამის კამპანიას აძლიერებ, ჩვენ ვეუბნებით ახლა მათ, რომ ახლა ადექით და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, ამისი გამჭვირვალობა უზრუნველყავით," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.