26 აგვისტო 2026,   07:21
ვრცლად
"ვუთხარი, გამიშვი, ან დამარეკინე ვინმესთან, რომ ბავშვი წაიყვანონ მეთქი.. ავტომატი შუბლზე მომადო, გაჩერდები თუ გაგაჩუმოო?" - ყოფილი მძევალი ესებუაზე

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას მორიგი პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ისევ პროკურატურის მოწმეებს უსმენს.

სხდომაზე გამოიკითხნენ მძევლები, რომლებიც თავდამსხმელმა ტყეში დატოვა. სხდომას ესწრება თავად ბადრი ესებუაც.

"ვუთხარი, ბავშვი მყავს სკეიტბორდით და არ მინდა ამ სცენას შეესწროს, ან გამიშვი, ან დამარეკინე ვინმესთან, რომ ბავშვი წაიყვანონ მეთქი. მაშინ ავტომატი შუბლზე მომადო , გაჩერდები თუ გაგაჩუმოო?" – ამბობს ერთ-ერთი მძევალი.

მძევლები იხსენებენ საქართველოს ბანკზე თავდასხმის დეტალებს.

"შუა მდინარეში გაგვაჩერებინა მანქანა, სუმკებითაც ფული მოიტანა  ბატონმა ავთო.. გვითხრა, წადით თქვენ და უკან არ მოიხედოთო," - ამბობს ერთ-ერთი მძევალი.

დღის ამბები