მარტივად გეტყვით, ეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის, მხოლოდ მათთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
"ეს არის ცალსახა და ეს იკვეთება ყველაფრიდან , მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.