საქართველოს სახალხო დამცველს, რომელიც პარლამენტთან მივიდა აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ლევან იოსელიანმა, ადგილზე განცხადება გააკეთა.
"მთლიანად სახალხო დამცველის ოფისი მობილიზებულია და აქ იმყოფება იმისათვის, რომ შევაფასოთ აქ არსებული მდგომარეობა, მოვინახულეთ ადამიანები, რომლებმაც რაღაც ტიპის დაზიანებები მიიღეს. ვცდილობთ ადგილზე გავერკვეთ სიტუაციაში. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება და მოვუწოდეთ შს სამინისტროს რომ არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა. იმისთვის ვართ აქ, რომ ამ ძალის გამოყენების პროპორციულობა შევაფასოთ. მოვლენების სწორად შესაფასელად მოვედით,"- - აცხადებს ლევან იოსელიანი.