15 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
ვრცელდება დეპუტატების მისამართები იმ ადამიანებისგან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს, მაინტერესებს, რას იტყვიან ამ ფაშიზმე ორგანიზაციები, რომელთა გამჭვირვალობასაც ითვალისწინებს კანონპროექტი - ირაკლი კობახიძე

ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს, ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არაფერი კავშირი არ აქვს ევროპასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მინდა, ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ არის დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან, იქ არის გულწრფელი პროტესტიც, თუმცა არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან, სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე ვიტყვი, რომ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცველების მიმართ, არის სერიოზული ფიზიკური დაზიანების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში. ნებისმიერი კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს, ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არაფერი კავშირი არ აქვს ევროპასთან. მე მაინტერესებს, რას იტყვიან ფაშიზმის ამ გამოვლინებაზე ის ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ენჯეოები, რომელთა გამჭვირვალობასაც ითვალისწინებს დღეს მიერ მიღებული კანონპროექტი. მე მგონია, რომ მათი გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს, რომ ფაშიზმის ასეთი გამოვლინების მიმართაც მათ ექნებათ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება“, – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები