ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ, ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვით - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენითხარი დაუჭირა.
"ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ, ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.
როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც სამართლებრივ დასკვნას სავარაუდოდ ივნისის პირველ ნახევარში მივიღებთ.
დღეს ვრცელდებოდა ამაზეც დეზინფორმაცია, თითქოს საბოლოოდ იყო მიღებული ეს კანონპროექტი ჩვენ მიერ. სინამდვილეში მინიმუმ სამი თვე დასჭირდება ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებას. ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მივიღებთ ამ კანონპროექტს," - განაცხადა კობახიძემ.