15 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია - თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ყალბ განცხადებებს გამოეხმაურა .

"სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან,"- ნათქვამია განცხადებაში.
დღის ამბები