15 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
თუ საქართველოს სურს პროგრესი ევროკავშირისა და NATO-სკენ, უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას თავისი ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართ და ახსენებს ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.

ამავე თემაზე განცხადებები გაავრცელეს ევროპარლამენტარებმა - რასა იუკნევიჩიენე და მარკეტა გრეგოროვა მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე.

შეშფოთება გამოხატეს ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმაც :

"ჩვენ ლიეტუვის , ესტონეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხო აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო.

თუ საქართველოს სურს პროგრესი ევროკავშირისა და NATO-სკენ, უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები," - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. 

დღის ამბები