10 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
ბახმუტი, შესაძლოა, მომდევნო დღეებში დაეცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გარდამტეხი წერტილი იქნება - იენს სტოლტენბერგი

ბახმუტი, შესაძლოა, მომდევნო დღეებში დაეცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გარდამტეხი წერტილი იქნება - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. როგორც იენს სტოლტენბერგი ამბობს, მათ რუსეთი სათანადოდ უნდა შეაფასონ.

გენ მდივანმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. იენს სტოლტენბერგმა ასევე შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზეც ისაუბრა. ის დარწმუნებულია რომ ორივე ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება. 

"თვეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ სასტიკი ბრძოლა ბახმუტში და მის ირგვლივ. რუსეთს უფრო მეტი სამხედროები გადაყავს. რაც რუსეთს ხარისხობრივად აკლია, იმის ანაზღაურებას რაოდენობრივად ცდილობს. მათ დიდი დანაკარგი განიცადეს, მაგრამ, ამავდროულად, არ გამოვრიცხავთ, რომ ბახმუტი საბოლოოდ დაეცეს მომდევნო დღეებში. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა, რომ ეს სულაც არ არის ომის გარდამტეხი წერილი. ეს უბრალოდ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ რუსეთი შესაბამისად უნდა შევაფასოთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ნატოს მოკავშირეებმა გასული წლის განმავლობაში უკრაინას სამხედრო, ფინანსური და ეკონომიკური მხარდაჭერა გაუწიეს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 150 მილიარდი ევროა, აქედან 65 მილიარდი ევრო სამხედრო მხარდაჭერას შეადგენს. ნატოს მოკავშირეებმა გააფორმეს კონტრაქტები თავდაცვის ინდუსტრიასთან, რათა გაზარდონ წარმოება," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები