ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, თსუ-ში მომხდარ ფაქტზე წერს, რომელიც ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ეხება.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე რომლის თემაც იყო, კანონპროექტი უცხოელ გავლენის აგენტებზე, რამდენიმე სტუდენტმა მათთვის არასასურველი კითხვა დასვა, რის გამოც, სტუდენტებს მოსთხოვეს ვინაობის დასახელება და ტელეფონის ნომერი.
"რატომ არ მჯერა მე და რატომ არ სჯერა ბევრს მიტინგის მოთავე თუ მონაწილე ერთი ჯგუფის პროევროპულობის? იმიტომ რომ მეთოდები აქვთ არა ევროპული, არამედ კომუნისტური და ჩეკისტური. ახლახან მაცნობეს თსუ-ში მომხდარი, როგორც მეუბნებიან, რეალური ამბავი. ნაცებთან დაახლოებულმა პროფესურამ თურმე აუდიტორიაში სპიკერად მიიწვია ნინო ლომჯარია, რომლისგანაც ჯერჯერობით წარუმატებლად ძერწავენ ლიდერს.
მოკლედ, იმ შეხვედრაზე, რომლის თემაც იყო კანონპროექტი უცხოელ გავლენის აგენტებზე, რამდენიმე სტუდენტმა გამოავლინა „ზედმეტი ცნობისმოყვარეობა“ და დასვა „არასაჭირო“ კითხვები, კერძოდ რა იყო ცუდი არასამთავრობო ორგანიზაციების მეტ გამჭვირვალობაში და ა.შ. იქ იმათ თურმე დღე აყარეს! სანამ დარბაზს დაატოვებინებდნენ ჩეკისტურ სტილში დაუწყეს ბულინგი, მოსთხოვეს ვინაობის და ტელეფონის დასახელება, უწოდეს სუს-ს აგენტები, ნასედკები და ა.შ.
როგორც ჩანს, ცნობილი ლოზუნგი "ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი" ყველამ თავის თარგზე მოჭრა," - წერს ანჯაფარიძე facebook-ზე.