პარლამენტთან აქცია დაიწყო- რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაიკეტა. ადგილზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. ამ წუთებში აქციაზე სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს. აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები შეუერთდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ამასთან, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი აცხადებს, რომ ყველა მოქმედებაა კოორდინირებულია.
"ყველა მოქმედება კოორდინირებული და შეთანხმებულია. არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ახალგაზრდები, მათვრი მიზანი არის, ისეთი წნეხი გავაჩინოთ, რომელიც მოიტანს ამ დიდ ცვლილებას,"-აცხადებს აკაკი მინაშვილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კი აცხადებს, რომ საქართველო არ დათმობს ევროპულ მომავალს.
"საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქეები არ დათმობენ საკუთარ ევროპულ მომავალს. დღეს ჩვენ კვლავ შევიკრიბეთ, მშვიდობიანად და ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, ვიდრე ამ კანონს უკან არ გაიხმობენ,“-აცხადებს ლაშა ფარულავა.
ავტორი:ანუკა ბუავა