ექსპერტი ანდრია გვიდიანის, თქმით, "ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე სამყარო არის უდიდესი საფრთხე, ზუსტად იმავეს ვაკეთებთ ჩვენც, ვცდილობთ გამჭვირვალობის ელემენტარული სტანდარტების დანერგვას."
ანდრია გვიდიანის განცხადებით, ევროპარლამენტში ქართული კანონპროექტის ანალოგიური კანონი უკვე ერთი თვეა განიხილება, ვინაიდან ევროპარლამენტარები თავადვე აღიარებენ არასამთავრობო სექტორის უკონტროლობის გამო ევროკავშირისთვის შექმნილ პრობლემებს. მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროპარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიციატორი, "ევროპის სახალხო პარტიაა", რომლის წარმომადგენლებიც იმავე კანონპროექტის გამო საქართველოს ხელისუფლებას ამუნათებენ.
"თვეზე მეტია ევროპარლამენტში ქართული კანონპროექტის ანალოგიური კანონის განხილვა მიმდინარეობს. ევროპარლამენტარების უმრავლესობა ღიად ამბობს, რომ უკონტროლო NGOკრატრიამ უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა ევროკავშირის სუვერენიტეტს. ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე სამყარო არის უდიდესი საფრთხე, ზუსტად იმავეს ვაკეთებთ ჩვენც, ვცდილობთ გამჭვირვალობის ელემენტარული სტანდარტების დანერგვას.
როცა საქართველოს პარლამენტში განიხილება არასამთავრობოების კანონი, პარალელურად ეს ხდება ევროპაშიც - სინამდვილეში ეს არის ევროპული გზა!
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვსვამ კითხვას, თუ ამერიკაში მოქმედებს, თუ ევროპარლამენტშიც ინერგება, როგორ იქცა მაინც და მაინც ქართული ინიციატივა რუსულად?! ვინმემ შეიძლება გვიპასუხოს ამ კითხვაზე?
ჰო და კიდევ ერთი - მნიშვნელოვანია, რომ NGO-ების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პარტიამ - EPP-იმ წარადგინა. ანუ, იმ პარტიამ, რომელშიც ერთიანდება "ნაციონალური მოძრაობა". უფრო მარტივად რომ ვთქვა, ევროპარლამენტში ის ხალხია NGO-ების გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიციატორი, რომლებიც დღეს ჩვენ გვამუნათებენ. ეს უსამართლო თავხედობა და იაფფასიანი ფარისევლობაა," - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.
ანდრია გვიდიანი: ვსვამ კითხვას, თუ ამერიკაში მოქმედებს, თუ ევროპარლამენტშიც ინერგება, როგორ იქცა მაინც და მაინც ქართული ინიციატივა რუსულად?! ვინმემ შეიძლება გვიპასუხოს ამ კითხვაზე? ექსპერტი ანდრია გვიდიანის, თქმით, "ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე სამყარო არის უდიდესი საფრთხე, ზუსტად იმავეს ვაკეთებთ ჩვენც, ვცდილობთ გამჭვირვალობის ელემენტარული სტანდარტების დანერგვას." ანდრია გვიდიანის განცხადებით, ევროპარლამენტში ქართული კანონპროექტის ანალოგიური კანონი უკვე ერთი თვეა განიხილება, ვინაიდან ევროპარლამენტარები თავადვე აღიარებენ არასამთავრობო სექტორის უკონტროლობის გამო ევროკავშირისთვის შექმნილ პრობლემებს. მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროპარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიციატორი, "ევროპის სახალხო პარტიაა", რომლის წარმომადგენლებიც იმავე კანონპროექტის გამო საქართველოს ხელისუფლებას ამუნათებენ. "თვეზე მეტია ევროპარლამენტში ქართული კანონპროექტის ანალოგიური კანონის განხილვა მიმდინარეობს. ევროპარლამენტარების უმრავლესობა ღიად ამბობს, რომ უკონტროლო NGOკრატრიამ უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა ევროკავშირის სუვერენიტეტს. ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე სამყარო არის უდიდესი საფრთხე, ზუსტად იმავეს ვაკეთებთ ჩვენც, ვცდილობთ გამჭვირვალობის ელემენტარული სტანდარტების დანერგვას. როცა საქართველოს პარლამენტში განიხილება არასამთავრობოების კანონი, პარალელურად ეს ხდება ევროპაშიც - სინამდვილეში ეს არის ევროპული გზა! ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვსვამ კითხვას, თუ ამერიკაში მოქმედებს, თუ ევროპარლამენტშიც ინერგება, როგორ იქცა მაინც და მაინც ქართული ინიციატივა რუსულად?! ვინმემ შეიძლება გვიპასუხოს ამ კითხვაზე? ჰო და კიდევ ერთი - მნიშვნელოვანია, რომ NGO-ების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პარტიამ - EPP-იმ წარადგინა. ანუ, იმ პარტიამ, რომელშიც ერთიანდება "ნაციონალური მოძრაობა". უფრო მარტივად რომ ვთქვა, ევროპარლამენტში ის ხალხია NGO-ების გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიციატორი, რომლებიც დღეს ჩვენ გვამუნათებენ. ეს უსამართლო თავხედობა და იაფფასიანი ფარისევლობაა," - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.