03 მაისი 2024,   15:00
ვრცლად
შეხედეთ პოლიტიკოსებს როგორც ინსტრუმენტს, რომ თქვენი ევროპული მომავალი იყოს უზრუნველყოფილი - ლევან ხაბეიშვილი

შეხედეთ პოლიტიკოსებს, როგორც ინსტრუმენტს, რომ თქვენი ევროპული მომავალი იყოს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხაბეიშვილის შეფასებით, ადამიანები, ვინც ახლა რუსთაველზე დგანან, დგანან ევროპული მომავლისთვის.

"ეს არის ქართველი ხალხის პასუხი იმაზე, რომ "არა რუსულ კანონს", რომ ჩვენ გვინდა ევროპაში, გვინდა უკრაინის გამარჯვება. ხელები არ ჩამოუშვათ, არავითარ შემთხვევაში, ვერ უნდა მოახერხონ თქვენი დაბულინგება, რომ "აი იმასთან ერთად," "ამასთან ერთად"... თქვენ დგახართ თქვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან.

გამოიყენეთ პოლიტიკოსები ინსტრუმენტად, შეხედეთ პოლიტიკოსებს როგორც ინსტრუმენტს თქვენს ხელში, რომ საბოლოო ჯამში თქვენი ევროპული მომავალი იყოს უზრუნველყოფილი," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები