ეს კანონი შეიძლება გახდეს ჩვენი ევროპული არჩევანის გზაზე ბარიერი. ეს კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის ჩანაწერს, ეს პრინციპული საკითხია - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"კანონპროექტთან დაკავშირებით თავიდანვე ვაჟრღერებდი პოზიციას და ცალსახად ვეწინააღმდეგებოდი. ამას ადასტურებს ის განწყობა, რაც არის ახლა რუსთაველზე. ამ ქვეყანაში, ამ კანონის მიღება არ უნდა ჩვენს საზოგადოებას. ეს კანონი შეიძლება გახდეს ჩვენი ევროპული არჩევანის გზაზე ბარიერი. ეს კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის ჩანაწერს, ეს პრინციპული საკითხია და უბრალოდ ისტორიულად იქნება ძალიან დიდი დანაშაული, თუკი ის ძალაში შევა და იმედია რომ არ შევა, ჩვენ დავკარგოთ ეს ისტორიული შანსი,"- აცხადებს ლევან იოსელიანი.