15 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
მანიპულაციაა ის, თითქოს პირველ მოსმენას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის მიღების კუთხით, მეორე და მესამე მოსმენა ჯერ კიდევ წინ არის-შალვა პაპუაშვილი

ეს იყო აბსოლუტურად კლასიკური პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით დაგეგმილი კამპანია, დაწყებული რუსულ კანონად დაბრენდვით, გაგრძელებული იმით, რომ თითქოს ეს ეხება ფიზიკურ პირებს და ასევე გაგრძელებული იმით, რომ თითქოს ეს კანონი უკვე არის მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"თვეები სჭირდება იმას, სანამ კანონს მივიღებთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი.

მანიპულაციაა ის, რომ თითქოს პირველ მოსმენას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის მიღების კუთხით, მეორე, მესამე მოსმენა ჯერ კიდევ წინ არის. პარლამენტმა თქვა, რომ ყველა აქტორის გამჭვირვალობა, რომელიც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა  გადაცემაში "იმედი LIVE" ეთერში,  რითაც გამოემხუარა აგენტების შესახებ ამერიკული კანონის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

დღის ამბები