15 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი სპეციალურად არის მომზადებული მოლოტოვის კოქტეილებით, ქვების დაშენისთვის, შენობაში შეჭრისთვის, ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული-ირაკლი კობახიძე

ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი სპეციალურად არის მომზადებული მოლოტოვის კოქტეილებით, ქვების დაშენისთვის, შენობაში შეჭრისთვის, ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული-ამის შესახებ "რუსთავი2-ზე" "ღამის კურიერის" ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ვინც მონაწილეობს ამ ძალადობრივ ქმედებებში, ისინი არიან გარკვეული დაჯგუფების წევრები. ძირითადად ისინი უკავშირდებიან "ნაცმოძრაობას" და ზურა გირჩი ჯაფარიძის ცალკე ფრთა, რომლებიც ასევე ხვდებიან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის რეგულირების სფეროში. ხდებოდა სწორედ მათი ორგანიზება, ასეთი ტიპის სისხლის სამართლებრივი ქმედების ჩადენისათვის. იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ძალადობაში არ მონაწილეობენ არის ათჯერ მეტი.

მაგრამ აქ ამინდს ქმნის ის მეათედი, რომლებიც განეკუთვნებიან "ნაცმოძრაობის" და ზურა გირჩი ჯაფარიძის დაჯგუფებებს. ისინი სპეციალურად არიან მომზადებულნი, მოლოტოვის კოქტეილებისთვის, ქვების დაშენისთვის, შენობაში შეჭრისთვის, ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც ზურა გირჩი ჯაფარიძე, "ნაცმოძრაობის" ლიდერები, ამ ახალგაზრდებს ამისთვის სწირავენ ასეთ ასაკში, ეს არის მათი უმძიმესი დანაშაული,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები