ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მადლობას უხდის პოლიციელებს, მათი პარტიის აქტივისტებს და იმ ადამიანებს, ვინც, მისი თქმით, გულწრფელი პროტესტი გამოატა და არ აჰყვა რადიკალიზმს.
მდინარაძე ამის შესახებ "ფეისბუქზე" წერს.
"მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვინც გმირულად აკეთა თავისი საქმე ბოლო დღეების განმავლობაში, აჩვენა უპრეცედენტო თავშეკავება და პროფესიონალიზმი!
თითოეულ ჩვენს აქტივისტს თუ მომხრეს, ვინც გმირულად აიტანა უპრეცედენტო ბულინგი, გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ფეიკკამპანიით, ყველაზე ამაზრზენი ბრალდებით და დარწმუნებულია ჩვენს სიმართლეში საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე!
თითოეულ ადამიანს, თუნდაც მას, ვინც გულწრფელი პროტესტი გამოხატა და არ აყვა რადიკალიზმს, რომელსაც შეიძლებოდა უბედურებამდე, ქაოსამდე და ადამიანების, ახალგაზრდების თუ პოლიციელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდეს რისკებამდე მივეყვანეთ, რომელიც ომის პარტიის ერთადერთი ოცნებაა.
ჩვენი ოცნება კი ორ ფეხზე მყარად მდგარი, ღირსეული, ადამიანზე ორიენტირებული, მშვიდობიანი და განვითარებული საქართველოა, როგორც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა!" - წერს მამუკა მდინარაძე.