პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე , გედევან ფოფხაძის და აკია ბარბაქაძის ჩანაწერზეც გააკეთა კომენტარი, სადაც ისინი პარლამენტის შენობის პიკეტირებაზე საუბრობდნენ.
"ჩანაწერში კიდევ ერთხელ გამჟღავნდა რა იყო გეგმა და რა იყო მიზანი, ასევე რა იგეგმებოდა ბაკურიანის შეხვედრაზე და ამის განხორციელების გარკვეული მცდელობა იყო გუშინ და გუშინწინ, რა თქმა უნდა, ამას ისინი ვერასდროს განახორციელებენ. მათ აქვთ გარკვეული რესურსი, რომ რისკის ქვეშ დააყენონ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
მათი ბუნება ეს არის, არაფერს მოერიდებიან - ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. მათ გაწირეს ახალგაზრდები იმ ძალადობრივი ქმედებებისთვის, რაც საზოგადოებისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ ვიმეორებ, ეს მათთვის არის ბუნებრივი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.