15 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
მმართველი პარტია ვერავის ვერც დაიჭერს და ვერც გაათავისუფლებს, ეს არის შესაბამისი უწყების საქმე - ირაკლი კობახიძე აქციაზე დაკავებულების შესახებ

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება-არ გათავისუფლების საკითხი მმართველი პარტიის პრეროგატივა არ არის.

"როგორც მოგეხსენებათ, მმართველი პარტია ვერავის ვერც დაიჭერს და ვერც გაათავისუფლებს. ეს არის შესაბამისი უწყების საქმე და უწყებები მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების მიხედვით, ამიტომ ყველაფერი მოხდება კანონის გათვალისწინებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები